воскресенье, 21 декабря 2008 г.

ჩემი საცხოვრებელი ადგილი


პროექტის სახელი: ”ჩემი საცხოვრებელი ადგილი”
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს, რითაც მოხდება უბნის აღწერა, მისი თავისებურებების გამოკვეთა, მისი ისტორიული წარსულის მოკვლევა-შესწავლა
პროექტის სრული აღწერა: საცხოვრებელი ადგილის (ჩვენს შემთხვევაში ორთაჭალის) აღწერა - ჩვეულებების, ტრადიციების, რწმენის (უბანი ინტერნაციონალურია), ისტორიული წარსულის გაგება, შესწავლა. მოსწავლეები გაიაზრებენ ჩვენი უბნის კულტურას, თავისებურებებს, გაეცნობიან ღირშესანიშნაობებს, მოაწყობენ ექსკურსიას 300 არაგველის ძეგლთან, მოინახულებენ მაჩაბლის კედელს, ეწვევიან წმ. ნიკოლოზის ტაძარს, გაეცნობიან მასალას კრწანისის ბრძოლასთნ დაკავშირებით. მოიძიებენ მასალას მაჩაბლის შესახებ. მუსიკის მასწავლებლის დახმარებით გაეცნობიან თუ რა განსხვავებაა საბრძოლო სიმღერასა და შრომის სიმღერას შორის. ბუნების პედაგოგის დახმარებით მოიძიებენ მასალას ჩვენი უბნის ბუნების განსაკუთრებული თავისებურებების შესახებ, შეეხებიან ეკოლოგიის საკითხებს. გადაირებენ სურათებს, დახატავენ და ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში. აიღებენ ინტერვიუს უბანში მცხოვრები უხუცესი ადამიანებისგან.მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები და გააცნობიერებენადგილობრივი ისტორიის მნიშვნელობას აწმყოსათვის.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
ვადები: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტვობები კლასში:მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილ პრობლემებთან მიმართებაში, ჯგუფური მუშაობები, ინტერვიუს აღების მეთოდით და კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება, რაც არის სწავლების ის მეთოდი, როდესაც ხდება წინასწარ მომზადება, მიზნის დასახვა, ძირიტადი პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიება.
მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოხდება ფასეულობების გაძლიერება მოსწავლეები სხვადასხვა რესურსების გამოყენებით ისწავლიან თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბნის ისტორიას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, შექმნიან ნახატებისა და სურათების ალბომს, ბლოგს.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის იტორიას, კულტურას, წეს-ჩვეულებებს და უზიარებენ ერთმანეთს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრი ჯგუფებთან/
ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი:
ქართული, ბუნება, ისტორია, მუსიკა, ინფორმატიკა.